ამერიკელმა მამაკაცმა Tinder-ზე გაცნობილი ქალი გაიტაცა და მასზე ფიზიკურად იძალადა

ამერიკელმა მამაკაცმა პიტერ ბოზიერმა აპლიკაცია Tinder-ზე გაცნობილი გოგონა გაიტაცა და სასტიკად სცემა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცს გატაცებული ქალი მშობლების სახლში ჰყავდა ჩაკეტილი. დამნაშავემ დაზარალებულზე ფიზიკურად იძალადა, სასტიკად სცემა და მის დახრჩობას შეეცადა. დაზარალებულის განცხადებით, მამაკაცი მას შვილის მოკვლით ემუქრებოდა, თუ მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინებდა. 

ქალმა გაქცევა მოახერხა და უახლოეს საავადმყოფოში მივიდა. ექიმებმა პოლიცია გამოიძახეს.

სამართალდამცავებმა დამნაშავე მალევე დააპატიმრეს. მამაკაცს გატაცება, ფიზიკური ძალადობა, მოწმეების დაშინება, პოლიციელებზე თავდასხმა, სიკვდილის მუქარა და მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.