ამერიკული ბომბდამშენი დიდ ბრიტანეთში ავარიულად დაეშვა

აშშ-ს საჰაერო ძალების სტრატეგიული ბომბდამშენი B-52 დიდ ბრიტანეთში, გლოსტერშირის საგრაფოში ავიაბაზა Fairford-ზე ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Gloucestershire Echo იუწყება.

გაზეთის ცნობით, ბომბდამშენმა საგანგებო დაშვება მას შემდეგ მოახდინა, რაც რვა ძრავისგან ერთ-ერთს ცეცხლი გაუჩნდა.

ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.