ამინა ოკუევას მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

უკრაინაში მოხალისე ამინა ოკუევას მკვლელობაში და მისი მეუღლის, ადამ ოსმაევის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი Facebook-ზე წერს.

"ბოროტმოქმედები ასევე ორ დაკვეთილ მკვლელობაში არიან გარეულნი, რომელიც 2016 წლის სექტემბერსა და 2019 წლის იანვარში მოხდა და ასევე უკვე გახსილია", - წერს ავაკოვი.

ამინა ოკუევა მოხალისეთა ბატალიონ „კიევ-2“-ის წევრი იყო. მას მეუღლესთან, ადამ ოსმაევთან ერთად კიევში, 2017 წელს დაესხნენ თავს. აღსანიშნავია, რომ ოსმაევას რუსეთის პრეზიდენტზე თავდასხმის მომზადებაში სდებდნენ ბრალს.