ამსტერდამი წითელი ფარნების კვარტალზე უარს ამბობს

ამსტერდამი წითელი ფარნების კვარტალის სახელწოდების გაუქმებას აპირებს, თუმცა თავად რაიონი უცვლელი დარჩება. ამის შესახებ ტურიზმის საკითხებში ქალაქის მერის მოადგილემ, ვიქტორ ევერჰარდტმა განაცხადა. მისი თქმით, ტერიტორიას ისტორიულ სახელს - დე ვალენის რაიონს დაუბრუნებენ ან ქალაქის ცენტრს დაარქმევენ.

ევერჰარდტის თქმით, ტერმინი წითელი ფარნების კვარტალი სექსუალურ მომსახურებასთან ასოცირდება და მას არასწორი კონოტაცია აქვს. შესაბამისად, რაიონის სახელწოდებისთვის ის არ გამოდგება.

მერის მოადგილე ასევე აცხადებს, რომ ქალაქმა ინტიმური სერვისი ღირსშესანიშნაობად აღარ უნდა გაასაღოს.