ამსტერდამის პოლიციამ მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალა

ამსტერდამის პოლიციამ ქალაქის ცენტრში გამართული აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებულ პოლიტიკასა და პანდემიის შეჩერების მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.

უცხოური მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები არ იცავდნენ დისტანცირების წესებს და არ ეკეთათ პირბადეები, რის გამოც პოლიციამ შეკრებილების დაშლის გადაწყვეტილება მიიღო.