ამსტერდამში ორი აფეთქება მოხდა - განახლებულია

ამსტერდამში ფოსტის შენობაში აფეთქება მოხდა. მეორე ბომბი, კერკრადში, ფოსტის დაფასოების ცენტრში ამოქმედდა.

წინასწარი ინფორმაციით, ამსტერდამში ბომბი ამანათში იდო და ადგილობრივი დროით 8:00 საათზე აფეთქდა, კერკრადში კი, 8:30 საათზე.

ორივე შემთხვევაში არავინ დაშავებულა.

პოლიცია ჯერჯერობით ორ აფეთქების ერთმანეთთან კავშირს ვერ ადასტურებს.

12:41

ამსტერდამის საფოსტო განყოფილებაში აფეთქება მოხდა. მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ ამანათში იყო დამალული. ინფორმაცია დაღუპულებისა ან დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არ ვცრელდება.

მეორე აფეთქება ამავე ოფისის შენობაში მოხდა.

სხვა დეტალები უცნობია. 

ადგილზე პოლიცია და გამნაღმველები არიან მობილიზებულნი.