ანდერსენის "ქალთევზას" "რასისტული თევზი" მიაწერეს - PHOTO

კოპენჰაგენში "ქალთევზას" ბრინჯაოს ცნობილ ქანდაკებაზე უცნობმა პირებმა წარწერა დატოვეს - "რასისტული თევზი".

ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას ახლა პოლიცია იცავს. ისინი იმ პირებს ეძებენ, ვინც მონუმენტი დააზიანა და მასზე წითელი საღებავით წარწერა დატოვა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს აქტი მოძრაობა Black Lives Matter-სთან არის დაკავშირებული.

ცნობილი მწერლის ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის გმირი "ქალთევზა" კოპენჰაგენში, ლანგელინიეს სანაპიროზეა განლაგებული. ძეგლი 1913 წელს სკულპტორმა ედვარდ ერიკსენმა შექმნა და ის განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებში. "ქალთევზა" ვანდალიზმის მსხვერპლი პერიოდულად ხდება.