ანგელ დზამბაცკი: საქართველოსა და აზერბაიჯანში არის პროექტები ევროკავშირის დახმარებით უნდა განხორციელდეს

საქართველოსა და აზერბაიჯანში არის პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ევროკავშირის დახმარებით, მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტები, – ამის შესახებ ბულგარელმა ევროპარლამენტარმა, ევროპარლამენტში „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფის“ წევრმა, ანგელ დზამბაცკიმ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აზერბაიჯანი და საქართველო, არის პროექტები, რომლებიც ევროკავშირის დახმარებით უნდა განხორციელდეს, მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტები. ინფრასტრუქტურის განვითარება პორტების განვითარებას დაეხმარება, ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებს, იყვნენ ახლოს. ეს იქნება ძალისხმევა, რომელსაც რეალური შედეგები მოჰყვება. ეს არ დარჩება მხოლოდ საუბრების დონეზე“, – განაცხადა ანგელ დზამბაცკიმ.