ანგელა მერკელმა ვაქცინა გაიკეთა

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს

„მოხარული ვარ, რომ დღეს AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილეობს. ვაქცინაცია პანდემიის დაძლევის მთავარი ფაქტორია“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.