ანჯელინა ჯოლიმ ფუტკრებთან ერთად ფოტოსესია გამართა - PHOTO

ჰოლივუდის ვარსკვლავმაб ანჯელინა ჯოლიმ ფუტკრებთან ერთად ფოტოსესია გამართა. ფოტოსესია მიზნად ისახავდა ფუტკრების გადაშენების პრობლემაზე ყურადღების გამახვილებას. ფოტოები და ვიდეოები National Geographic-მა გამოაქვეყნა.

"გადასაღებ მოედანზე ყველას, ანჯელინას გარდა, დამცავი კოსტიუმები ეცვა. ეს ფოტოსესია იყო ძალიან მშვიდი და ბნელი, რომ ფუტკრებს არ ენერვიულა. ანჯელინა 18 წუთის განმავლობაში ფუტკრებთან ერთად გაუნძრევლად იდგა", - განაცხადეს პროექტის ორგანიზატორებმა.

ფოტოსესიამ წარმატებით ჩაიარა. ჯოლისთვის არცერთ ფუტკარს არ უკბენია.

National Geographic-ის ცნობით, ფუტკრების პოპულაციამ სწრაფად დაიწყო შემცირება, რამაც, შესაძლოა, კაცობრიობის შიმშილი გამოიწვიოს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ანჯელინა ჯოლი მხარს უჭერდა იუნესკოს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს 2025 წლისთვის ფუტკრების რაოდენობის125 მილიონით გაზრდას.