ანკარაში ერდოღანისა და პენსის შეხვედრა დაიწყო

ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის შეხვედრა დაიწყო.

ერდოღანი პენსს ანკარაში მდებარე სასახლეში მასპინძლობს.

მაიკ პენსის ვიზიტის მიზანი სირიის ჩრდილოეთით თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვაა.

თურქეთში იმყოფება აშშ-ს სახელმწიფო მინისტრი მაიკ პომპეოც, რომლიც ანკარაში შეერთებული შტატების სამთავრობო დელეგაციის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა. პომპეო მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართავს.