ანკარაში, ლიცეუმში სროლა მოხდა

ანკარაში, ლიცეუმში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, სასწავლებლის დაცვის წევრმა დირექტორს ესროლა, რის შემდეგ თავის მოკვლა სცადა.

თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტის შედეგად მოსწავლეები არ დაშავებულან.