ანტარქტიდაზე აქამდე უცნობი ტბები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულის ქვეშ დამალული ახალი ტბები აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა Sciencealert წერს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ანტარქტიდის ზედაპირის ყინულის სიმაღლეზე  წყლის მოძრაობა ფიქსირდება, რომელიც მოედინება ქვე-მყინვარული ტბების ფარულ ქსელს შორის. 2018 წელს გაშვებულმა ICESat-2 თანამგზავრმა მეცნიერებს ამ იდუმალი ტბის ქსელის კიდევ უფრო მკაფიოდ გაცნობის საშუალება მისცა.

პოტენციურად აქტიური ტბები ქვემო კონვეის ქვე-მყინვარული ტბისა (LSLC) და ქვემო მერკერის ქვე-მყინვარული ტბის  (LSLM) სახელით არიან ცნობილები.