ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე პრაღაში 250 000 დემონსტრანტი გამოვიდა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე 250 000 ადამიანი გამოვიდა. მთავრობის წევრებს მოქალაქეები არადემოკრატიულ მმართველობაში ადანაშაულებენ. ეს 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, ჩეხეთის ყველაზე დიდი საპროტესტო აქციაა. დემონსტრანტები მოითხოვენ პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა უარი თქვას სასოფლო-სამეურნეო სასუქის ბიზნესზე ან წლის ბოლომდე თანამდებობა დატოვოს. მათი თქმით სახეზეა აშკარა ინტერესთა კონფლიქტი.

როგორც მილიარდერი ბიზნესმენმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ყველა პრობლემა გადაჭრილია, რადგან მისი ქონება „ნდობის ფონდს“ გადაუფორმა.

2019 წლის სექტემბერში მის მიმართ წარდგენილი თაღლითობის ბრალდება სამართალდამცველებმა მოუხსნეს.