ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი აქვს

ესპანელ მსახიობს, ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამჟამად ის კარანტინშია.

დღეს, 10 აგვისტოს მსახიობს 60 წელი შეუსრულდა.

"ინსტაგრამზე" ბანდერასმა დაწერა, რომ თავს შედარებით კარგად გრძნობს და იმედი აქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება.