ანტონიო გუტიერეში: მსოფლიომ საერთაშორისო თანამშრომლობაზე ტესტი ვერ ჩააბარა

კორონავირუსის პანდემიამ აჩვენა, რომ მსოფლიომ საერთაშორისო თანამშრომლობაზე ტესტი ვერ ჩააბარა, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა.

მისი თქმით, დაავადებამ მსოფლიო მასშტაბით თითქმის მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, 30 მილიონზე მეტი დაინფიცირდა და ის კვლავ უკონტროლოა.

"ეს გლობალური მზაობის, თანამშრომლობის, ერთობისა და სოლიდარობის ნაკლებობის შედეგია", - განაცხადა გუტიერეშმა.