Apple TV+ ბილი აილიშზე დოკუმენტურ ფილმს გამოუშვებს

2021 წლის თებერვალში სტრიმინგ-სერვისი Apple TV+ მომღერალ ბილი აილიშზე დოკუმენტურ ფილმს გამოუშვებს. მისი ნახვა პლატფორმაზე და რჩეულ კინოთეატრებში იქნება შესაძლებელი.

ფილმის "Billie Eilish: The World’s A Little Blurry" რეჟისორი რ.ჯ. კატლერი გახდა. ის სურათის "სექტემბრის ნომერი" ავტორია, რომელიც ამერიკული Vogue-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ნომრის მომზადებას ასახავს.