აპრილში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება

აპრილში შეიძლება უკვე მზად იყოს ახალი კორონავირუსის პირველი ვაქცინა „გადაუდებელი გამოყენებისთვის“- ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

„ჩვენი შეფასებით, იმედი გვაქვს, რომ აპრილში გარკვეული ვაქცინები კლინიკური ცდის ეტაპზე გადავა ანდაც მზად იქნება საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისთვის“, — განაცხადა ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მეცნიერებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ჟენგ ჟონგვეიმ. 

მისივე თქმით, პროცესში ჩართულია ვაქცინების კვლევის ათეულობით ჩინური დაწესებულება და მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ვაქცინებზე მუშაობა.