არ გადმოიწეროთ WhatsApp-ის ახალი ვერსია, ის საშიშია - ექსპერტები

ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა WhatsApp-ის ახალი ვერსია, სახელწოდებით WhatsApp Pink. ამის შესახებ Gizchina.com წერს. 

ბმულით WhatsApp-ის ომხმარებელს სთავაზობენ ჩამოტვირთოს ახალი ფერადი სქემა თავისი პროფილისთვის.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების თქმით, სინამდვილეში, ეს მბული მავნე პროგრამებს შეიცავს, რომელსაც მომხმარებლის პირადი მონაცემების, ასევე მისი WhatsApp ანგარიშის მოპარვა შეუძლია.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, არ გამოიყენონ მავნე პროგრამები.