არ მივიღებთ მოსკოვში დაწესებულ წითელ ხაზებს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთი გააფრთხილა, რომ არ მიიღებს მოსკოვის მიერ დაწესებულ "წითელ ხაზებს". რეგიონში მღელვარება იზრდება. არის მოლოდინი, რომ რუსეთმა უკრაინას შესაძლოა ისევ დაარტყას. 

აშშ-ის პრეზიდენტმა მდგომარეობა შეაფასა, როგორც "ძალიან, ძალიან რთული". რუსეთმა უკრაინის საზღვართან 94 000-იანი ჯარი გადაიყვანა. 

ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მას რუსეთის ლიდერთან ხანგრძლივი საუბარი ელის.