არაბეთის ზღვაში ისრაელის გემს თავს დაესხნენ

არაბეთის ზღვაში, ომანის სანაპიროთან თავს დაესხნენ ლიბერიის ქვეშ მცურავ ტანკერს Mercer Street, რომელსაც ისრაელის კომპანია Zodiac Maritime LTD მართავს. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი Dryad Global ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.