არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საცხოვრებელი კომპლექსი იწვის - VIDEO

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ შარჯაში მაღალ საცხოვრებელ სახლში ძ₾იერი ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Emirates Al-Yaum ქალაქის სამოქალაქო თავდაცვის გენერალური ხელმძყვანელის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

"საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ მაღალ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისათვის მეხანძრეები ხანძარს აქრობენ. შენობიდან ყველა მაცხოვრებელი ევაკუირებულია. ხანძრის ჩაქრობაში რამდენიმე სახანძრო დანაყოფი და ვერტმფრენი მონაწილეობს," - ნათქვამია განცხადებაში.