მაიკ პომპეო კარანტინში გადავიდა

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კარანტინში გადავიდა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პომპეოს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მათივე ინფორმაციით, პროტოკოლის შესაბამისად, პომპეო კარანტინში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

უცნობია, რა შეხება ჰქონდა სახელმწიფო მდივანს კოვიდინფიცირებულთან. ინფორმაცია კონფიდენციალურია.