არავაქცინირებულ პირებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ მეტია - CDC

არავაქცინირებულ პირებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ავრცელებს.

კვლევამ, რომელიც 600 000-ზე მეტ ადამიანს მოიცავს, ასევე დაადგინა, რომ არავაქცინირებული მოსახლეობის საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 10-ჯერ უფრო მეტია.

ამასთან, კვლევის შედეგების თანახმად, არავაქცინირებულ პირებს ინფიცირების რისკი 4.5-ჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებს.