არგენტინაში COVID-19 რეკორდებს ხსნის

არგენტინაში COVID-19-ის ახალი შემთხვევებისა და ვირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით CNN წერს.

უწყების ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 8 713 ადამიანს დაუდასტურდა, 382 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ჯამში არგენტინაში COVID-19 350 867 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 7 366 გარდაიცვალა.