არგენტინაში და ჩილეში მოსახლეობამ მზის დაბნელება იხილა - VIDEO

ჩილეში მოსახლეობას მზის დაბნელება იხილა. 100 ათასზე მეტი ადამიანი ადგილობრივ სანაპიროებზე გავიდა და ტაშს უკრავდა, როდესაც მთვარემ მზე დაფარა.

არგენტინაში წყვდიადში რამდენიმე ქალაქი აღმოჩნდა. მზის დაბნელება 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

მათ, ვისაც მზის დაბნელების ხილვა სურდა, თადარიგი წინასწარ დაიჭირეს და სპეციალური ფილტრების მქონე სათვალე შეიძინეს.