არგენტინაში, ქათმებით დატვირთულ სატვირთოში 9 ტონა კანაფი აღმოაჩინეს

არგენტინის ეროვნულმა ჟანდარმერიამ სატვირთო მანქანაში, რომელსაც ქათამი გადაჰქონდა, 9 ტონაზე მეტი კანაფი აღმოაჩინა. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

სააგენტოს ცნობით, სატვირთო მანქანა შემოწმების მიზნით გააჩერეს. ნარკოტიკული ნივთიერება მანქანაში მეძებარმა ძაღლებმა არმოაჩინეს. კანაფი 487 შავ ტომარაში იყო გახვეული.