არგენტინაში , ქურდობისთვის მექსიკის ელჩი გადადგა - VIDEO

არგენტინაში მექსიკის ელჩი, 76 წლის ოსკარ რიკარდო ვალერო რესიო ბესერა, რომელიც წიგნის მაღაზიიდან "კაზანოვას ბიოგრაფიის" მოპარვაში ამხილეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა და ნევროლოგიურ მკურნალობას გადის. ამის შესახებ მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარსელო ებრარდი აცხადებს.

მისი თქმით, ელჩს ხანგრძლივი მკურნალობა ელის.

ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში ელჩი ჯაკომო "კაზანოვას ბიოგრაფიის" მოპარვას ცდილობდა. მან წიგნი გაზეთში დამალა. გასვლისას ბესერა დაცვამ გააჩერა, რის შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. იდენტიფიკაციის შემდეგ ელჩი გამოუშვეს.

წიგნის ფასი, რომლის მოპარვას ბესერა ცდილობდა, დაახლოებით 12 აშშ დოლარს შეადგენს.