არგენტინის ჯანდაცვის მინისტრი COVID-19-ით დაინფიცირდა

არგენტინის ჯანდაცვის მინისტრი კარლა ვისოტი კორონავირუსით დაავადდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ განცხადება მინისტრმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

მისივე თქმით, მან კორონავირუსის ტესტი 1 მარტის საპარლამენტო სხდომის გახსნაზე დასასწრებად გაიკეთა. თუმცა, ტესტზე დადებითი პასუხის გამო იგი სესიას ვერ დაესწრება.

ვისოტისთან კონტაქტის გამო არგენტინის პრემიერ-მინისტრი სანტიაგო კაფიეროც თვითიზოლაციაში გადავიდა.