არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი კარლოს მენემი გარდაიცვალა

არგენტინის 47-ე პრეზიდენტი კარლოს მენემი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია Todo Noticias იუწყება.

გამოცემის ცნობით, დეკემბრის დასაწყისში, მენემი საშარდე სისტემის ინფექციით სასწრაფოდ საავადმყოფოში მოათავსეს და მას შემდეგ მკურნალობის კურსს გადიოდა. 

კარლოს მენემი არგენტინის პრეზიდენტის თანამდებობას 1989-1999 წლებში იკავებდა.