არის თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელი

"კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი ვირუსის თავდაპირველ შტამთან შედარებით უფრო მომაკვდინებელი არ არის" - ამის შესახებ კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა

მისივე განმარტებით, "დელტა" შტამი შესაძლოა უფრო გადამდებია. კერხოვეს განმარტებით, ჯანმო-ს მიერ დამტკიცებული ვაქცინები ეფექტურია დაავადების წინააღმდეგ. 

„ჯანმოს მიერ ამჟამად დამტკიცებული ვაქცინები მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფენ მძიმე დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციისგან. ჩვენ ვებრძვით ერთსა და იმავე ვირუსს, მაგრამ ვირუსს, რომელიც მეტად ადაპტირდა“, - განაცხადა მან.