ავღანეთში აფეთქებას 8 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში ბლოკპოსტთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 8 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ადგილზე თვითმკვლელმა-ტერორისტმა აიფეთქა თავი.