არკანზასში ავიაკატასტროფის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის შტატ არკანზასის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელში ორადგილიანი პატარა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ABC News წერს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ უბედური შემთხვევის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აცნობა. მაშველები შემთხვევის ადგილას მალევე მივიდნენ, თუმცა პატარა თვითმფრინავში მყოფი ადამიანები გარდაცვლილები დახვდათ.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.