არნოლდ შვარცნეგერს გულზე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

ამერიკელ მსახიობს, 73 წლის არნოლდ შვარცენეგერს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა. 

კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი სამედიცინო ცენტრში გულზე დაყენებული სარქველის შესაცვლელად მივიდა.

არნოლდ შვარცნეგერმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას ამცნო, რომ ახლა ახალი სარქველი აქვს და თავს კარგად გრძნობს. 

მსახიობს გულის თანდაყოლილი დაავადება აქვს. მსგავსი ოპერაცია მსახიობმა 1997 და 2018 წლებშიც გაიკეთა.