არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი 60 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.