აშშ ჩინეთთან სავალუტო ხელშეკრულებას გააფორმებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთთან სავალუტო ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეთანხმების პირობები უკვე გარკვეულია. მხარეებმა ისინი წლის დასაწყისში შეათანხმეს, თუმცა შემდეგ მოლაპარაკებები ჩაიშალა.

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სავალუტო ხელშეკრულების გაფორმება დიალოგის განახლებას შეუწყობს ხელს და ქვეყნები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით მსჯელობას გააგრძელებენ.