აშშ მიგრანტების მიღებას შეამცირებს

ამერიკის შეერთებული შტატები 2020 წელს მიგრანტების მიღების ორჯერ შემცირებას გეგმავს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, 30 ათასის ნაცვლად, ქვეყანა 18 ათას ადამიანს მიიღებს.

„აშშ-ს საიმიგრაციო სისტემის ტვირთი უნდა შემსუბუქდეს, სანამ მიგრანტების დიდი რაოდენობის გადმოსახლების საშუალება ისევ გაჩნდება“, - აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრანტების განსახლება მხოლოდ შტატებისა და მუნიციპალიტეტების ხელისუფლების წერილობითი თანხმობის საფუძველზე მოხდება.