აშშ-ში ვეიპინგისგან 34 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ვეიპინგის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 34 შეადგინა, დაავადებულთა რაოდენობამ კი 1,6 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ფილტვების დაავადებები, რომელთა მიზეზი ელექტრონული მოწყობილობა გახდა, აშშ-ს 49 შტატში აღინიშნა. ერთადერთი შტატი, სადაც პაციენტებს ამ მიზეზით სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავთ, ალასკაა.

დაავადებების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ყველა პაციენტი აცხადებს, რომ ელექტრონულ სიგარეტს ან ვეიპინგ მოწყობილობებს იყენებდა.