აშშ აფრიკას Moderna-ს 33 მილიონ დოზას უწილადებს

აშშ აფრიკას კომპანია Moderna-ს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საკუთარ 33 მილიონ დოზას აფრიკული კავშირის ქვეყნებს დაუთმობს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა.

"ჩვენ გადავავადებთ Moderna-ს დაახლოებით 33 მილიონი დოზის - ჩვენი საკუთარი დოზების მიწოდებას დეკემბრიდან თებერვლამდე, რომლებიც თავდაპირველად აშშ-ისთვის იყო განკუთვნილი, რათა აფრიკულმა კავშირმა მათი შეძენა და ამ დოზების მიღება შეძლოს", - განაცხადა მან.

პსაკის თქმით, აფრიკაში ვაქცინები კრიტიკულად აუცილებელია, ამიტომაც აფრიკულმა კავშირმა და კომპანია Moderna-მ აშშ-ის შუამდგომლობით ხელშეკრულება გააფორმეს.