აშშ ალასკაზე სამხედრო წვრთნებს იწყებს

აშშ ალასკაზე შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნებს Northern Edge 2021 იწყებს, რომელშიც 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 240 სხვადასხვა საფრენი აპარატი იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, წვრთნებში მონაწილეობას ასევე ავიამზიდი Theodore Roosevelt და მისი თანმდევი ხომალდები მიიღებენ.