აშშ არავაქცინირებული უცხოელებისთვის საზღვრებს კეტავს

2022 წლის 22 იანვრიდან ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ ქვეყანაში შემოსული ყველა უცხოელი, გამონაკლისის გარეშე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იყოს აცრილი. ამის შესახებ Associated Press წერს.

ვაქცინაციის მოთხოვნა 8 ნოემბრიდან ამოქმედდება იმ უცხოელებისთვის, რომლებიც აშშ-ში ტურისტული მიზნით ჩადიან.

იანვრიდან ეს წესი გავრცელდება ისეთ კატეგორიებზე, როგორიცაა სატვირთო მანქანების მძღოლები, მთავრობის წარმომადგენლები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, რომლებიც აშშ-ის სახმელეთო ან წყლის საზღვრებს კვეთენ.

წესები არ ვრცელდება აშშ-ის მოქალაქეებზე. ამერიკის მოქალაქეებს და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად შეუძლიათ.