აშშ ავღანეთში აღარ დაბრუნდება

აშშ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ავღანეთში სამხედრო ნაწილებს აღარ დააბრუნებს. ეს განცხადება პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ გააკეთა.

"არ არსებობს არანაირი გეგმები ამერიკელი სამხედროების ავღანეთში ხელახალი გაგზავნის შესახებ", - აღნიშნა კირბიმ.

პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-მა ავღანეთში მისია დაასრულა და ქვეყნიდან შეიარაღებული ნაწილების გაყვანა 1 მაისიდან დაიწყება. პროცესი 11 სექტემბრისთვის დასრულდება.