აშშ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გეგმავს

აშშ-ს ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის რიცხვის 8600-მდე შემცირება სურს. ამის შესახებ ინდოეთში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"ჩვენ სერიოზულ ძალისხმევას ვახორციელებთ, რათა რაოდენობა 8600 ათას ადამიანამდე შემცირდეს", - განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შემთხვევაში აშშ ამ ქვეყანასა და რეგიონში სადაზვერვო ინფრასტრუქტურას შეინარჩუნებს, რათა სიტუაციაზე დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი ზომების მიღების საშუალება ჰქონდეს.