აშშ ელექტრო ავტობუსებისთვის 73 მილიარდს გამოყოფს

ამერიკელმა სენატორებმა დემოკრატების პარტიიდან - ჩაკ შუმერმა და შეროდ ბრაუნმა, ახალი იდეა წამოაყენეს. ინიციატივის თანახმად, აშშ-ის სენატმა 73 მილიარდი დოლარი უნდა გამოყოს, რათა ამერიკის სამგზავრო ავტობუსები ელექტრობუსებით ჩანაცვლდეს. სულ იგეგმება 70 ათასი ელექტრო ავტობუსის შეძენა. გეგმა მიზნად ისახავს აშშ-ის გადასვლას ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სენატორების განცხადებით, მთელი ამერიკის მასშტაბით მოძრავი ავტობუსების მხოლოდ 2%-ია ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე. ამიტომაც, მათ გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლებამ მიმართოს ფინანსური რესურსები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ელექტრიფიკაციაზე. მომავალში ასევე იგეგმება სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების ელექტრომობილებით ჩანაცვლებაც, რომლებიც ამერიკაში იწარმოება.