აშშ ერაყს ბაღდადში საელჩოს შესაძლო დახურვის შესახებ აფრთხილებს

თეთრი სახლის ადმინისტრაცია ერაყს ბაღდადში საელჩოს შესაძლო დახურვის შესახებ აფრთხილებს, თუ აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე სარაკეტო შეტევები არ შეწყდება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მანმადე ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ერაყის პრეზიდენტს ბარჰამ სალეჰსა და პრემიერს მუსტაფა ალ-კაზიმს სატელეფონო საუბრისას ცნობა.

ამ საკითხზე საუბარი გაიმართა აშშ-ის ელჩს მეთიუ ტიულერსა და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრს ფუად ჰუსეინს შორის შორისაც. ამერიკელი დიპლომატის თქმით, გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა მიიღო. ბაღდადში საელჩოს დახურვის შემთხვევაში აშშ საკონსულოს ერბილში შეინარჩუნებს.