აშშ ესტონეთში ერთობლივ წვრთნებს იწყებს

დღეიდან ესტონეთში ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ძალებისა და აშშ-ის ერთობლივი წვრთნები იწყება. სამხედრო საცეცხლე სწავლება ოპერაცია Rail Gunner Rush-ის ფარგლებში ტარდება.

პირველიდან 10 სექტემბრის ჩათვლით 70 ამერიკელი სამხედრო ესტონელ ჯარისკაცებთან ერთად წვრთნებს ჩაატარებს. სამხედრო მანევრები ესტონეთის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, NATO-ს მოკავშირეებთან თავსებადობისა და პარტნიორობის განმტკიცებას ისახავს მიზნად.