აშშ ჰაკერებთან ბრძოლისთვის კრიპტოვალუტის ტრანზაქციებს დააკვირდება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჰაკერებთან ბრძოლის მიზნით კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

საუბარია ჰაკერებზე, რომლებიც გამომძალველ ვირუსებს იყენებენ.

ამ მიზნით თეთრმა სახლმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც ჰაკერების ქმედებების პრევენციით იქნება დაკავებული.

ამასთან, აშშ მოკავშირეებთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს, რათა ქვეყნებმა საკუთარ ტერიტორიაზე ჰაკერები "არ შეიფარონ".