აშშ-იაპონიის ერთობლივი წვრთნები დაიწყო

იაპონიაში, ჩიტოსეს სამხედრო ბაზაზე აშშ-იაპონიის ერთობლივი წვრთნები დაიწყო. მასში ამერიკული ავიაგამანადგურებლები F15 და F16 მიიღებს მონაწილეობას.

წვრთნები 28 აგვისტომდე გაგრძელდება. მანევრებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების 12 თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას.

იაპონიის მხრიდან წვრთნებში 20-მდე თვითმფრინავი და 500-მდე სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება.