აშშ-ის არჩევნებში 95 მილიონზე მეტმა ამერიკელმა წინასწარ ხმა უკვე მისცა

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში 95 მილიონ 27 ათას 832-მა ადამიანმა უკვე მიიღო მონაწილეობა და წინასწარ გააკეთა არჩევანი. მონაცემები United States Elections Project-ის პორტალზეა გამოქვეყნებული.

აქედან 34 მილიონ 576 ათას 166-მა ადამიანმა პირადად მისცა ხმა, 60 მილიონმა კი ბიულეტები ფოსტით გააგზავნა.

აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს იმართება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, კონგრესის სენატის მესამედსა და 13 შტატის გუბერნატორებს აირჩევენ.