აშშ-ის დაზვერვა: COVID-19 ხელოვნურად არ შექმნილა

აშშ-ის დაზვერვითი საზოგადოება თვლის, რომ კორონავირუსი COVID-19 ხელოვნურად შექმნილი არ არის. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში განაცხადეს. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

"დაზვერვითი საზოგადოება მეცნიერების ფართო კონსენსუსს ეთანხმება, რომ ვირუსი COVID-19 ადამიანის მიერ შექმნილი და გენეტიკურად მოდიფიცირებული არ იყო", - აცხადებენ ოფისში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაზვერვა აგრძელებს ინფორმაციისა და მონაცემების შესწავლას, რათა დადგინდეს, დაიწყო თუ არა დაავადების აფეთქება ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტით, თუ ეს ვუჰანის ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგია.